Terms of service
ვებ გვერდის წესები და პირობები
Noriko Pet (Norikopet.com)
საიტზე ვიზიტით ან/და რეგისტრაციით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულებას და საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ ხელშეკრულებას ან საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მაშინ გთხოვთ შეწყვიტოთ საიტის გამოყენება.
გახსოვდეთ, საიტზე ვიზიტი შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, თუმცა საიტზე რეგისტრაცია და შესაბამისად ნივთების შეძენა დაშვებულია მხოლოდ სრულწლოვანი (18 წლის ასაკს მიღწეული) პირებისათვის.
1) ტერმინთა განმარტება:
1.1 ამ ხელშეკრულებაში არსებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ჩვენი – ვებგვერდი Norikopet.com;
ბ) მესაკუთრე – Norikopet.com და საიტთან დაკავშირებული საავტორო და სხვა უფლებები ეკუთვნის ინდივიდუალურ მეწარმეს მარიამ კოკაიას (ს/ნ: 01024066777);
გ) მომხმარებელი – პირები (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული), რომლებიც სტუმრობენ საიტს, ასევე შემდგომში მოხსენიებული როგორც „თქვენ“;
დ) ვებგვერდზე სტუმრობა – Norikopet.com-ზე შემოსვლა, პროდუქციის დათვალიერება, რეგისტრაცია, პროდუქციის შეძენა ან საიტის სხვა კანონიერად გამოყენება;
ე) კონფიდენციალურობის პოლიტიკა – ამ საიტზე არსებული კონფიდენციალურობის წესების კრებული, რომელიც სავალდებულოა გასაცნობად;
ვ) სიძულვილის ენა – აგრესიული, დამცინავი ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რომლებიც მიმართულია სხვა პირების უფლებების შელახვისკენ;
ზ) ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი.
2) ვებგვერდზე სტუმრობით თქვენ ადასტურებთ, რომ:
2.1 ხართ სრულწლოვანი (18 წლის ასაკს მიღწეული) ქმედუნარიანი პირი, რომელსაც შეუძლია განკარგოს საკუთარი ფინანსები საიტზე პროდუქციის შესაძენად.
2.3 თქვენ გაეცანით ამ საიტის წესებს და პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას და თანახმა ხართ შეიძინოთ თქვენს მიერ შერჩეული პროდუქცია.
2.4 დაიცავთ ამ ხელშეკრულების პირობებს.
2.5 არ გამოიყენებთ სიძულვილის ენას.
2.6 არ ხელყოფთ ჩვენს ინტელექტუალურ უფლებებს და არ განახორციელებთ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის კოპირებას ან გავრცელებას.
2.7 მოგვაწვდით სრულ, სწორ და ზუსტ ინფორმაციას რეგისტრაციისა და შეკვეთისას.
2.8 არ განახორციელებთ რეგისტრაციას სხვისი მონაცემების გამოყენებით.
2.9 დაიცავთ თქვენი პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას.
2.10 არ განახორციელებთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
2.11 არ შეუქმნით საფრთხეს ვებგვერდის ფუნქციონირებას ან უსაფრთხოებას.
2.12 არ გამოიყენებთ ვებგვერდს სპამის გავრცელებისთვის.
2.13 დარღვევის შემთხვევაში სრულად იღებთ პასუხისმგებლობას დამდგარ ზიანზე.
2.14 გვაძლევთ უფლებას საჭიროების შემთხვევაში გადავცეთ ინფორმაცია:
2.14.1 აფილირებულ მომსახურების მომწოდებლებს (კურიერი, გადახდის სერვისები);
2.14.2 თქვენს თანხმობაზე დაყრდნობით მესამე პირებს;
2.14.3 კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო ორგანოებს.
2.15 ვებგვერდის გამოყენება ნიშნავს ამ თანხმობის ავტომატურ დადასტურებას.
ჩვენი პასუხისმგებლობა:
ჩვენ ვაგებთ პასუხს მხოლოდ ჩვენს მიერ ბრალეულად გამოწვეულ ზიანზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებული პირობები:
4.1 პროდუქციის შესაძენად შესაძლებელია რეგისტრაცია საიტზე.
4.2 პროდუქტის არჩევა ხდება მომხმარებლის მიერ.
4.3 პროდუქტის შერჩევისა და გადახდის შემდეგ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მიწოდებაზე.
4.4 დაზიანებული ან არასწორი პროდუქტის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს არ ჩაიბაროს ნივთი და მოითხოვოს შეცვლა.
4.5 პროდუქტის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს პროდუქტი თუ ის არის ქარხნული ან სხვა ობიექტური წუნით, რომელიც არ არის გამოწვეული მომხმარებლის ქმედებით.
4.6 აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პროდუქტი ითვლება მიღებულად უნაკლოდ.
4.7 ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ გამოყენების შედეგად გამოწვეულ დაზიანებაზე.
4.8 თუ პროდუქტის შეცვლა ან შეკეთება შეუძლებელია, მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს დაბრუნება ან ჩანაცვლება.
4.9 შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მიწოდებამდე ნებისმიერ დროს.
4.10 თანხის დაბრუნება ხდება შეკვეთის გაუქმებიდან 24 საათის განმავლობაში.
4.11 მიწოდება ხორციელდება:
- თბილისში: 2 სამუშაო დღის განმავლობაში (თუ პროდუქტი მარაგშია)
- 7–20 სამუშაო დღის განმავლობაში (თუ პროდუქტი არ არის მარაგში)
4.12 კურიერი შესაძლოა დაგიკავშირდეთ მიწოდების წინ.
4.13 მიწოდების ვადის დარღვევა მხოლოდ მაშინ ითვლება ჩვენს პასუხისმგებლობად, თუ მიწოდება სრულად ჩვენი კურიერის სისტემით ხორციელდება.
5) პროდუქციის მიწოდების ხარჯი:
5.3 თბილისის მიწოდება არის უფასო.
5.4 გაუქმების შემთხვევაში არ ვრცელდება უფასო მიწოდების შეღავათი.
5.4 აღნიშნული პირობები ვრცელდება ჩვენს საკურიერო მომსახურებაზე.
6) თანხის გადახდის წესი და პირობები:
6.1 გადახდა შესაძლებელია ნაღდი ან უნაღდო ფორმით.
6.2 უნაღდო გადახდა ხდება შეკვეთის გაფორმებისთანავე.
7) შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას:
7.1 ვებგვერდის ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე.
7.2 აკრძალულია ვებგვერდის უკანონო გამოყენება ან სისტემებში არასანქცირებული შეღწევა.
პროდუქციის მიწოდების არეალი:
ჩვენ ვახორციელებთ მიწოდებას მხოლოდ თბილისში. ვადები განისაზღვრება 4.11 პუნქტის შესაბამისად.
კომუნიკაცია:
9.1 კომუნიკაცია შესაძლებელია ელ. ფოსტით ან ტელეფონით.
9.2 ჩვენ გვაქვს უფლება ჩავიწეროთ კომუნიკაცია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მხოლოდ მომხმარებლის წინასწარ გაფრთხილების საფუძველზე.
პრეტენზიის განცხადება:
10.1 მომხმარებელს უფლება აქვს განაცხადოს პრეტენზია ნებისმიერ საკითხზე.
11.1 პრეტენზია შეიძლება დაფიქსირდეს წერილობით ან ზეპირად.
11.2 პრეტენზია შეიძლება იყოს ზოგადი ან კონკრეტული ხასიათის.
ვებგვერდის ხარვეზი:
ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა დაგვიკავშირდეს წინასწარ, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია არ არის პასუხისმგებელი ზიანზე.
ფორს-მაჟორი:
13.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან დაუძლეველი ძალის შემთხვევაში.
13.2 შეტყობინება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.
13.3 30 დღეზე მეტი ფორს-მაჟორის შემთხვევაში ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს.
13.4 შეტყობინების არარსებობა ჩაითვლება დარღვევად.
დავების გადაწყვეტა:
14.1 დავა წყდება მოლაპარაკებით.
14.2 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.