Privacy policy
რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ? და რატომ ვაგროვებთ?
1. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
Norikopet.com მადლობას გიხდით ჩვენი მომსახურებით სარგებლობისათვის და გაგაცნობთ საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც აუცილებელია შემოთავაზებული სერვისის სრულყოფილად განხორციელებისათვის. გთხოვთ გაეცნოთ საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას და განაცხადოთ თანხმობა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-2 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტს.
„თანხმობის“ ღილაკის დაჭერის შემთხვევაში თქვენ განაცხადებთ თანხმობას, რომ საიტის (კომპანიის) თანამშრომლებმა გამოიყენონ თქვენი პერსონალური მონაცემები ურთიერთობისთვის განსაზღვრული და აუცილებელი მიზნებიდან გამომდინარე.
წინამდებარე პოლიტიკა შესაძლოა დროდადრო განახლდეს. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გაეცნოთ მას რეგულარულად. წინამდებარე პოლიტიკის ბოლო აბზაცი მიუთითებს იმ თარიღს, როდესაც მოხდა პოლიტიკის უკანასკნელი განახლება.
რას მოიცავს კონფიდენციალურობის პოლიტიკა?
Norikopet.com-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა მოიცავს ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც დაცული უნდა იყოს მესამე პირებისგან. კონფიდენციალურია ინფორმაცია, რომელიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და არ შეიძლება მისი მოპოვება თავისუფლად, მათ შორის პერსონალური მონაცემები.
რა არის პერსონალური ინფორმაცია?
პერსონალური ინფორმაცია არის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით.
რა მიზნით ხდება თქვენი მონაცემების დამუშავება?
მონაცემთა დამუშავება ემსახურება მომსახურების გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს, ასევე თქვენთან, როგორც კლიენტებთან სწრაფი კომუნიკაციისა და მიწოდების სერვისის უზრუნველყოფას.
ვის აქვს წვდომა თქვენს კონფიდენციალურ მონაცემებზე?
მონაცემებზე წვდომა ექნებათ ჩვენი კომპანიის თანამშრომლებს და იმ მომსახურების მომწოდებლებს, რომლებიც ჩართულნი არიან შეკვეთების შესრულებაში (მაგ. საკურიერო მომსახურება, გადახდის სერვისები).
კონკრეტულად რა ინფორმაცია გვჭირდება?
თქვენი სახელი, გვარი, მისამართი, ელ. ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი. ეს აუცილებელი მონაცემებია, რაც დაგვეხმარება თქვენს მიერ შეძენილი პროდუქციის მოწოდებაში და ჩვენი კომპანიის სწრაფად და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაში.
ვებგვერდის სტუმრობისას სერვერი ასევე ავტომატურად იწერს თქვენი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას, მაგალითად: IP მისამართი, ვებგვერდი, რომლიდანაც ესტუმრეთ, გამოყენებული ბრაუზერის ტიპი, მოწყობილობის ტიპი, მონახულებული გვერდები, ვიზიტის დრო და ხანგრძლივობა და სხვა.
როგორ ვაგროვებთ ამ მონაცემებს?
მონაცემები გვაწვდის მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციისას ან შეკვეთის განთავსებისას, ასევე ჩვენთან ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით.
გარდა ამისა, გამოიყენება cookies, Google Analytics სერვისი და თეგები (თრექინგის ტექნოლოგიები), რათა გავიგოთ, როგორ იყენებენ ვიზიტორები ჩვენს ვებპორტალს.
ამ პროგრამების დეაქტივაციამ შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურების გაუარესება, ხოლო ბრაუზერის ისტორიის წაშლამ შეიძლება წაშალოს ვებგვერდზე ვიზიტის ისტორია.
როგორ ვუზრუნველყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვას?
ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას თქვენი მონაცემების უნებართვო წვდომისგან დასაცავად. მონაცემები ინახება უსაფრთხოდ და მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის ან კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.
მონაცემთა შენახვა გვაძლევს საშუალებას უზრუნველვყოთ შეკვეთების შესრულება, მომხმარებელთან კომუნიკაცია და მომსახურების გაუმჯობესება.
როგორ ხდება ჩვენს შორის არსებული მიმოწერის შენახვა და მისი გამოყენება?
გაგზავნილი და მიღებული ყველა ელექტრონული შეტყობინება (SMS, ელ. ფოსტა და სხვა) ინახება დაცულ გარემოში და შესაძლოა გამოყენებულ იქნას მომსახურების გაუმჯობესების, დავების გადაწყვეტის ან კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისთვის.
ამ მონაცემებზე წვდომა მკაცრად კონტროლდება და დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს თქვენს მიერ პერსონალური ინფორმაციის გადმოცემისას
ინტერნეტი არ წარმოადგენს სრულად დაცულ გარემოს, შესაბამისად არსებობს რისკი, რომ მესამე პირებმა უკანონოდ მოიპოვონ ან გამოიყენონ ინფორმაცია.
ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს მონაცემების დასაცავად, თუმცა ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, როდესაც მონაცემები გადაცემის პროცესში ხდება არასანქცირებული ჩარევის ობიექტი.
არასრულწლოვანის კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჩვენი ვებგვერდის საშუალებით არასრულწლოვანთათვის პროდუქციის მიყიდვა არ ხდება. შესაბამისად, ისინი ვერ რეგისტრირდებიან ჩვენს საიტზე და მათი პერსონალური მონაცემები არ მუშავდება.
როგორ შეგიძლიათ გაეცნოთ ან მოითხოვოთ ცვლილების შეტანა თქვენს პერსონალურ მონაცემებში?
თუ გაინტერესებთ, რა პერსონალური მონაცემები ინახება ან მუშავდება თქვენს შესახებ, შეგიძლიათ მოგვწეროთ საიტის საკონტაქტო ელ. ფოსტაზე და მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება ან განახლება.
ასევე გაქვთ უფლება გამოიყენოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები.
თუ არ გსურთ ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის დამუშავება, გთხოვთ შეწყვიტოთ Norikopet.com პორტალის გამოყენება.