Refund policy

პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები:

თქვენ გაქვთ უფლება არ ჩაიბაროთ პროდუქცია, თუ ის არ შეესაბამება საიტზე გამოქვეყნებულ ან თქვენს მიერ შეკვეთილ პროდუქციას. პროდუქციის შესაბამისობა საიტზე გამოქვეყნებულ და შეკვეთილ პროდუქციას შორის უნდა შემოწმდეს თქვენთვის დაკვეთის გადმოცემისას, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით.

შეკვეთილ და მოწოდებულ პროდუქციას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ პროდუქცია. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შესაძლო უმოკლეს ვადაში მოგაწოდებთ ახალ პროდუქტს ან მის ალტერნატივას. თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მოგაწოდოთ ახალი პროდუქტი ან ჩაგინაცვლოთ თქვენთვის მისაღები ალტერნატივით, აღნიშნული პროდუქტის საფასური დაგიბრუნდებათ არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.


დაბრუნება და გაცვლა:

მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მაღაზია ვალდებულია მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია შეძენილი პროდუქციის შესახებ, მათ შორის: მოხმარების წესები, უსაფრთხოების წესები, შენახვის პირობები და სხვა საჭირო ინსტრუქციები.

მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადა აითვლება მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მიღების მომენტიდან.

მომხმარებელმა წერილობითი ფორმით უნდა შეგვატყობინოს პროდუქტის დაბრუნების სურვილის შესახებ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.

პროდუქტის დაბრუნების მოთხოვნა შესაძლებელი 14 (თოთხმეტი) დღის განმავლობაში მიტანიდან. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტი დააბრუნოს არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ.

პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია შემდეგი პირობებით:

  • პროდუქტი შეიძლება იყოს გახსნილი, მაგრამ უნდა იყოს დაუზიანებელი და სრულად ვარგისი შემდგომი რეალიზაციისთვის;
  • პროდუქტი არ უნდა იყოს მნიშვნელოვნად დაზიანებული ან გაუმართავი მომხმარებლის მიერ გამოყენების შედეგად;
  • პროდუქტი უნდა დაბრუნდეს თავდაპირველი შეფუთვით.

მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტი დაუბრუნოს მაღაზიას ან მაღაზიის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს.


თანხის დაბრუნება:

მაღაზია ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს გადახდილი თანხა, სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა.

თანხა დაბრუნდება იმავე გადახდის მეთოდით, რომლითაც განხორციელდა გადახდა.

მომხმარებელს უფლება აქვს აირჩიოს თანხის დაბრუნება ან პროდუქტის ჩანაცვლება (ალტერნატიული პროდუქტით).


დაბრუნების ხარჯები:

მაღაზია სრულად ფარავს პროდუქტის დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს.


დამატებითი პირობები:

მაღაზია არ არის ვალდებული დააბრუნოს დამატებითი ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ სტანდარტზე ძვირი მიწოდების სერვისის არჩევასთან.

მაღაზიას უფლება აქვს შეაჩეროს თანხის დაბრუნება მანამ, სანამ პროდუქტი არ დაბრუნდება ან მომხმარებელი არ წარადგენს პროდუქტის დაბრუნების დამადასტურებელ დოკუმენტს — იმის მიხედვით, რაც უფრო ადრე განხორციელდება.