ისტორია იწყება თემქაზე.
მას შემდეგ, რაც ერთ დღეს ვნახეთ პოსტი, რომ თემქაზე ქუჩის პატარა ფისო ეძებდა პატრონს, ვთქვით: „წამოდი, ავიყვანოთ“. მცირედი ყოყმანის შემდეგ ადგილზე გავედით.
პირველი შეხვედრის შემდეგ უკვე ცხადი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ხანგრძლივი ურთიერთობის დასაწყისი, რომელიც მკვეთრად შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას. ფისო წავიყვანეთ სახლში და დავარქვით ნორი.
დროთა განმავლობაში მასზე ზრუნვამ ჩვენი ცხოვრების სტილი მკვეთრად შეცვალა - რეჟიმმა, პასუხისმგებლობამ და ემოციურმა კავშირმა ყოველდღიურობას სხვა ფორმა მისცა. დღეს მას მოფერებით ნორიკოს ვეძახით და მისი კომფორტი ჩვენი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია.
ამ პროცესში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი რეალობა - დღეს ბევრი ადამიანისთვის ცხოველი აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც შინაურ არსებად. ეს არის ახლო, ემოციური კავშირი, რომელიც ხდება ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
ამავდროულად, იგივე ადამიანები ზრუნავენ საკუთარ სტილზე და ესთეტიკაზე, აკვირდებიან დეტალებს საკუთარ სივრცეში, არჩევენ ნივთებს, რომლებიც მათთან ჰარმონიაშია. ბუნებრივია, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე ხარისხი, ესთეტიკური ენა და შეგრძნება გადაიტანონ ოთხფეხა ოჯახის წევრის გარემოშიც.
სწორედ აქ ჩნდება დისონანსი: ეს სურვილი არსებობს, მაგრამ ცხოველების პროდუქტების ხელმისაწვდომობა საქართველოში ხშირად ვერ ეწევა ამ სტანდარტს. ჩვენთვის ეს ძალიან პირადი გამოცდილებით დაიწყო - ნორიკოსთვის ისეთი ნივთების პოვნა, რომელიც იქნებოდა ერთდროულად კომფორტული, ხარისხიანი და ესტეთიკური.
ასე დაიბადა იდეა, საქართველოში ჩამოგვეტანა გამორჩეული, მაღალი ხარისხის დიზაინზე დაფუძნებული pet ბრენდები და შეგვექმნა სივრცე, სადაც ცხოველების მოვლა აღარ არის მხოლოდ საჭიროება, არამედ გემოვნების, სიყვარულისა და ცხოვრების სტილის გაგრძელებაა.
ეს არის ბრენდი ადამიანებისთვის, ვისაც ღრმად უყვარს თავისი ცხოველი და ამავდროულად სურს, რომ ყველაფერი მის გარშემო იყოს თანამედროვე, დახვეწილი და პრაქტიკული.