Noriko ძაღლისთვის

ისტორია იწყება თემქაზე.

ერთ დღეს ვნახეთ პოსტი: ქუჩის პატარა ფისო ეძებდა პატრონს. ვთქვით: „წამოდი, ავიყვანოთ“ და მცირედი ყოყმანის შემდეგ ადგილზე გავედით.

პირველი შეხვედრის შემდეგ უკვე ცხადი გახდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ შემთხვევითი გადაწყვეტილება - ეს იყო ხანგრძლივი ურთიერთობის დასაწყისი, რომელიც სწრაფად გადაიზრდებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფისო წავიყვანეთ სახლში და დავარქვით ნორი.

დროთა განმავლობაში მასზე ზრუნვამ ჩვენი ცხოვრების სტილი მკვეთრად შეცვალა - რეჟიმი, პასუხისმგებლობა და ემოციური კავშირი, რომელიც ყოველდღიურობას სხვა ფორმას აძლევს. დღეს მას მოფერებით ნორიკოს ვეძახით და მისი კომფორტი ჩვენი ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია.

ამ პროცესში ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ერთი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი რეალობა - დღეს ბევრი ადამიანისთვის ცხოველი აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც pet. ეს არის ახლო, ემოციური კავშირი, რომელიც ხდება ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი.

ამავდროულად, იგივე ადამიანები ზრუნავენ საკუთარ სტილზე და ესთეტიკაზე, აკვირდებიან დეტალებს საკუთარ სივრცეში, არჩევენ ნივთებს, რომლებიც მათთან ჰარმონიაშია. ბუნებრივია, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იგივე ხარისხი, ესთეტიკური ენა და შეგრძნება გადაიტანონ ოთხფეხა ოჯახის წევრის გარემოშიც.

სწორედ აქ ჩნდება დისონანსი: სიყვარული და გემოვნება არსებობს, მაგრამ ცხოველების პროდუქტების ხელმისაწვდომობა საქართველოში ხშირად ვერ ეწევა ამ სტანდარტს.

ჩვენთვის ეს ძალიან პირადი გამოცდილებით დაიწყო - ნორისთვის რაღაცის პოვნა, რაც იქნებოდა ერთდროულად კომფორტული, ხარისხიანი და ესთეტიკურად სწორი, აღმოჩნდა რთული.

ასე დაიბადა იდეა,  საქართველოში ჩამოგვეტანა გამორჩეული, მაღალი ხარისხის და ესთეტიკაზე დაფუძნებული pet ბრენდები და შეგვექმნა სივრცე, სადაც ცხოველების მოვლა აღარ არის მხოლოდ საჭიროება, არამედ გემოვნების, სიყვარულისა და ცხოვრების სტილის გაგრძელებაა.

ეს არის ბრენდი ადამიანებისთვის, ვისაც ღრმად უყვარს თავისი ცხოველი და ამავდროულად სურს, რომ ყველაფერი მის გარშემო იყოს თანამედროვე, დახვეწილი და პრაქტიკული.