Noriko ძაღლისთვის

ისტორია იწყება თემქაზე.

ერთ დღეს ჩემს მეუღლეს ვაჩვენე პოსტი - ქუჩის პატარა ფისო იყო თემქაზე, ჩუქდებოდა. ვუთხარი: წამოდი, აუცილებლად უნდა ავიყვანოთ-მეთქი. მცირედი ყოყმანის შემდეგ მაინც გამომყვა.

წავედით, შევხედეთ, ვიფიქრეთ ალბათ შეგვიყვარდება. წამოვიყვანეთ და დავარქვით ნორი (დიახ, სუშის შესახვევი ნორი).

ეს არის ნორიკო

როგორ გადმოგცეთ ეს განცდა? შეგვიყვარდა ბავშვივით. სინამდვილეში დღესაც ვერ ვიხსენებ ბოლოს როდის დავუძახე უბრალოდ „ნორი“ - ყოველთვის ნორიკოს ვეძახი, თბილად, მოფერებით.

ვზრუნავთ მასზე ისე, როგორც ყველაზე ძვირფას არსებაზე. გვინდა, რომ მის ცხოვრებაში ქუჩის არც ერთი ნიშანი აღარ დარჩეს, რომ სრულად იყოს გარემოცული სითბოთი, სიმშვიდითა და კომფორტით.

ამ ყველაფრის ფონზე გავაცნობიერე რაღაც უფრო ფართო და საერთო: ჩვენ ბევრნი ვართ საქართველოში ასეთი ადამიანები. ადამიანები, ვისაც ღრმად გვიყვარს საკუთარი ჩვენი ცხოველები და გვინდა, რომ მაქსიმალური კომფორტით ვუზრუნველყოთ ისინი.

თუმცა როცა საქმე ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ეხება, ხშირად არჩევანი არასაკმარისია, თითქოს ვერ ვპოულობთ იმ ხარისხსა და ვიზუალურ სრულყოფილებას, რასაც ჩვენი გემოვნება და სიყვარული იმსახურებს. მეც ზუსტად ასე დამემართა - მინდოდა ნორიკოსთვის მეპოვა საწოლი, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ კომფორტული, არამედ ესთეტიკურად სრულყოფილიც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ აქამდე თითქმის არ არსებობდა.

და სწორედ აქ ხდება ცვლილება. ჩვენი რეალობა ვითარდება - ჩვენ უფრო ღრმად გვიყვარს ისინი, უფრო შეგნებულად ვზრუნავთ მათზე და პარალელურად გვინდა, რომ ჩვენი საცხოვრებელი სივრცე ან ცხოველთან ერთად გადაადგილება იყოს დახვეწილი და პრაქტიკული.

ასე დაიბადა იდეა -  საქართველოში ჩამოგვეტანა გამორჩეული, მაღალი ხარისხის და ესთეტიკაზე დაფუძნებული pet ბრენდები და შეგვექმნა სივრცე, სადაც ცხოველების მოვლა აღარ არის მხოლოდ საჭიროება, არამედ გემოვნების, სიყვარულისა და ცხოვრების სტილის გაგრძელება.

გვინდა, რომ ჩვენც და ჩვენი პატარა მეგობრებიც ვცხოვრობდეთ სივრცეში, სადაც სილამაზე, სითბო და კომფორტი ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს და ყოველდღიურობა იქცეს მშვიდ, დახვეწილ და სიყვარულით სავსე გამოცდილებად. მე ნორიკოსთვის ნაკლები არ მინდა და ვიცი, რომ არც თქვენ.